22:22 - 13 Aug, 2026
|
2015-07-01 14:52:37, 1330 ნახვა
მსოფლიო
საბერძნეთი მზადაა, საერთაშორისო კრედიტორების გარკვეული წინადადებები მიიღოს
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ალექსის ციპრასის განცხადებით, ქვეყანა მზადაა საერთაშორისო კრედიტორების გარკვეული წინადადებები მიიღოს. Financial Times-ის ინფორმაციით, ციპრასი მზადაა კრედიტორების პირობები იმ შემთხვევაში მიიღოს, თუ საბერძნეთის კუნძულებისთვის დღგ-ს შემცირებული გადასახადი შენარჩუნდება და საპენსიო ასაკის გაზრდის ვადა გადაიწევა. გუშინ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ საბერძნეთმა დადგენილ ვადაში 1,6 მილიარდი ევროს ოდენობის ვალი არ გადაიხადა. მხარეებს შორის მოლაპარაკებები დღესაც მიმდინარეობს. საბერძნეთმა ევროპელ კრედიტორებს ქვეყანაში შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის ახალი გეგმა შესთავაზა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)