03:14 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-08 12:07:37, 992 ნახვა

რეგიონი
აჭარისა და მადეირას რეგიონებს შორის თანამშრომლობა იგეგმება

პორტუგალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მადეირას ავტონომიური რეგიონის პარლამენტის თავმჯდომარეს ჯონ ლინო თრაქუადა გომეს და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელს მადეირაში ირენეუ კაბრალ ბარეტოს შეხვდა.

შეხვედრაზე  მხარეებმა ისაუბრეს  საქართველოსა და პორტუგალიას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე სხვადასხვა მიმართულებით. თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს  მეგობრული ურთიერთობებისა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარებას და  ქვეყნის ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო ასპარეზზე.

„გვქონდა ძალიან საინტერესო საუბარი მადეირასა და აჭარის რეგიონებს შორის ურთიერთობების გაღრმავების თაობაზე, ასევე, ეკონომიკის და ტურიზმის თვალსაზრისით თანამშრომლობის პერსპექტივებზე. დღესვე შევხვდით ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელს მადეირას ავტონომიაში და გვქონდა განხილვა ცენტრალური და რეგიონული მთავრობების თანამშრომლობის ასპექტებზე“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნებს გააჩნიათ სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის დიდი პოტენციალი. ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს საინვესტიციო და ბიზნეს შესაძლებლობებზე, ქვეყნის აქტიურ ჩართულობაზე საერთაშორისო სატრანზიტო და ენერგეტიკულ მარშრუტებში.

პორტუგალიასა და საქართველოს შორის დინამიურად ვითარდება ურთიერთობები ტურიზმის მიმართულებით. მიმდინარე წელს პორტუგალიიდან ვიზიტორთა რაოდენობა 35% ით გაიზარდა.  პორტუგალია ტურიზმის სფეროში შთამბეჭდავ წარმატებას აღწევს და   მზადყოფნას გამოთქვამს, საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს საქართველოს.

შეხვედრას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარე დავით გაბაიძე, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თინათინ ზოიძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

აჭარის მთავრობის ოფიციალური ვიზიტი მადეირას რეგიონში დაკავშირებულია ტურიზმის დაჯილდოების ცერემონიასთან, სადაც ბათუმი ევროპის მზარდ ტურისტულ მიმართულებად არის ნომინირებული.

https://youtu.be/MlDkz4aejFA

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics