16:44 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-07 19:02:48, 1067 ნახვა

საზოგადოება
„ლიბერთი“ მომსახურების გაუმჯობესების და გამარტივების მიზნით ქოლ-ცენტრში ინოვაციური სისტემა დანერგა

 „ლიბერთიმ“ განახორციელა მომხმარებელთა მხარდაჭერის ავტომატიზაციის პროექტი და ქოლ ცენტრში დაინერგა ახალი სისტემა, რომლითაც მომხმარებელი დისტანციურად იღებს სხვადასხვა ტიპის საბანკო მომსახურებას.

მომხმარებელთან კომუნიკაციის ცენტრალიზებული სისტემის მეშვეობით, ქოლცენტრის კონსულტანტი, შემომავალი ზარისთანავე, თავიდანვე ამომწურავად ინფორმირებულია მომხმარებლის ისტორიის შესახებ, რაც არსებულ მონაცემებზე მორგებულ სწორ კომუნიკაციას და შესაბამისად მომხმარებლის მოთხოვნაზე სწრაფ რეაგირებას უზრუნველყოფს.

ასევე მნიშვნელოვანია ის რომ, ზარის დასრულების შემდეგ, მომხმარებელი ავტომატურად, სახლიდან და ოფისიდან გაუსვლელად, იღებს  საჭირო ინფორმაციას, მისთვის სასურველი საკომუნიკაციო არხის საშუალებით.

“ჩვენი მომხმარებლისთვის მომსახურების გაუმჯობესება და გამარტივება,  ლიბერთის ახალი სტრატეგიის მთავარი ნაწილია. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით განხორციელებული ინვესტიციები.

მომხმარებლის ლოიალურობისა და კმაყოფილების ზრდისთვის, არაერთ ტექნოლოგიურ პროექტზე ვმუშაობთ. ვფიქრობთ, საწყის ეტაპზე ქოლ ცენტრში დანერგილი ახალი სისტემით, მაქსიმალურად ხელმისაწვდომ და კომფორტულ მომსახურებას შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებელს და პარალელურად განვტვირთავთ ბანკის სერვის ცენტრებსა და ფილიალებს”- განაცხადა ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ

 

 

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში სპეციალურ შეთავაზებასა - 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
სებ: EU-ის მიერ სანქცირებული 3 სუბიექტი არ წარმოადგენს სებ-ის მიერ რეგულირებულ სუბიექტებს
შსს: კახეთში შვილმა მამა მოკლა, ცხედარი სახლის ეზოში დამარხა - ის დააკავეს
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics