16:44 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-07 13:53:33, 890 ნახვა

საზოგადოება
ნათია თურნავა: ფართოზოლოვანი ინტერნეტით საქართველოს 727 დასახლებული პუნქტი დაიფარება

„იმისთვის, რომ მივაღწიოთ მაღალ ეკონომიკურ ზრდას, ხელი შევუწყოთ რეგიონულ მეწარმეობას და ევროპული ტიპის განათლების სისტემა და სკოლები გვქონდეს ყველა მუნიციპალიტეტში, სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებთან ერთად საჭიროა  ისეთი ინფრასტრუქტურა, როგორიც არის მაღალი ხარისხის ფიქსირებული ინტერნეტკავშირი და ჩვენ ამას ორი პროგრამის საშუალებით ვახორციელებთ" - განაცხადა ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრის თქმით, ფართოზოლოვანი ინტერნეტქსელით  საქართველოს 727 დასახლებული პუნქტი დაიფარება, სადაც მოსახლეობა 200 ან მეტია. მისი შეფასებით, სახელმწიფო პროგრამა ერთ-ერთი მსხვილი საჯარო პროექტია, რომელიც ითვალისწინებს მაგისტრალურ ინფრასტრუქტურაზე წვდომის უზრუნველყოფას მოსახლეობის 12%-მდე.

ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამაზე მუშაობა მსოფლიო ბანკის დახმარებით მიმდინარეობს, მისი მთავარი მიზანი ქვეყნის ქალაქებსა და სოფლებს შორის არსებული ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრაა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში სპეციალურ შეთავაზებასა - 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
სებ: EU-ის მიერ სანქცირებული 3 სუბიექტი არ წარმოადგენს სებ-ის მიერ რეგულირებულ სუბიექტებს
შსს: კახეთში შვილმა მამა მოკლა, ცხედარი სახლის ეზოში დამარხა - ის დააკავეს
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics