15:49 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-06 12:56:46, 1183 ნახვა

საზოგადოება
16 წლის გოგო, რომელიც მამაკაცს ძალადობაში ადანაშაულებს: პირზე ხელი ამაფარა, თუ ვინმეს მოუყვები, შენს ოჯახს მოვკლავო

16 წლის გოგო, რომელიც ახლობელს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, ამბობს, რომ დუმილის სანაცვლოდ დადანაშაულებული მამაკაცის ოჯახი მას ოქროს სთავაზობდა. 

როგორც არასრულწლოვანი "კურიერთან" ინტერვიუში აცხადებს, მამაკაცი მისი კლასელის მამაა. 

„ჩემი კლასელი მოვიდა ჩემთან, მშობლები სახლში არ არიან და ჩემთან დარჩიო. ერთ ოთახში დავიძინეთ, ღამით მამა დაბრუნდა. შემოვიდა ოთახში, პირზე ხელი ამაფარა. გამაფრთხილა, თუ ვინმეს მოუყვები, შენს დედასაც მოვკლავ და მამასაცო და შენს დასაც იგივეს გავუკეთებო. დილით სახლში დავბრუნდი და არავისთვის არაფერი მითქვამს. რვა თვის შემდეგ სკოლაში ცუდად გავხდი და მერე გაიგო ოჯახმა, რომ ორსულად ვიყავი. ამის შემდეგ ამ კაცის ცოლი იყო მოსული ჩვენთან და გვითხრა, არ იჩივლოთ და ოქროს მოგცემთო“, - განაცხადა მოზარდმა.

მოზარდის მამა ძალადობაში დადანაშაულებული მამაკაცის დასჯას ითხოვს. მისივე თქმით, გოგონას ორსულობის შესახებ, მხოლოდ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც სკოლიდან შეატყობინეს, რომ არასრულწლოვანი შეუძლოდ გახდა. 

„სკოლიდან შეგვატყობინეს, თქვენი შვილი ცუდად არისო. საავადმყოფოში გადავიყვანეთ და ბავშვი გააჩინა. ამის შემდეგ გავიგეთ, რაც მოხდა. ვინ იყო, როდის მოხდა, მეზობელი აღმოჩნდა. ამ კაცთან ჩვეულებრივი მეზობლური ურთიერთობა და მისვლა-მოსვლა გვქონდა. იქამდე არაფერი ვიცოდით, სანამ ბავშვი არ გაჩნდა. ერთადერთი მოთხოვნა, რაც ჩვენ გვაქვს, მისი დაჭერაა. ან მოვკლავ, სოფელში ვერ ვჩნდები, გარეთ ვერ გავდივარ სირცხვილის გამო“, - განაცხადა მოზარდის მამამ. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics