22:45 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-06 11:31:14, 1171 ნახვა

სამართალი
ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღებაში ბრალდებულს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვა-გასაღებაში ბრალდებული ფ.მ. დამნაშავედ ცნო.

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევმა ფ.მ.-მ  უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1,4367 გრ.  ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი'', რომელიც ასევე უკანონოდ გაასაღა პ.კ.-ზე.

„სამართალდამცველებმა ფ.მ. 2018 წლის 13 ივლისს ქ. თბილისში, სოფელ ფონიჭალაში  დააკავეს.  მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტით წარედგინა  (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა,-შენახვა-გასაღება) და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ფ.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში  და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics