15:49 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-06 11:24:01, 840 ნახვა

საზოგადოება
„გადასახადების გადამხდელთა კავშირი“ ფინანსთა სამინისტროს ბიზნესთან კონსულტაციისკენ მოუწოდებს

„მოვუწოდებთ ფინანსთა სამინისტროს ბიზნესთან კონსულტაციისკენ!“- ასე ეხმაურება „გადასახადის გადამხდელთა კავშირი“ ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებას ე.წ. „ოქროს სიის“ გაუქმების თაობაზე,  რომელთა წევრებსაც უპირატესობა ჰქონდათ იმპორტის გადასახადი არა 5, არამედ 30 კალენდარული დღის განმავლობაში გადაეხადათ.

„გადასახადების გადამხდელთა კავშირი“ მიიჩნევს, რომ ცვლილებები ზედმეტად მყისიერად მიიღეს და ბიზნესს ადაპტაციისთვის დრო აღარ დარჩა.

გადასახადების გადამხდელთა კავშირის განცხადებას „ექსპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციაში ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 31 მაისით დათარიღებული ცვლილება იყო ბიზნესისთვის მოულოდნელი და ის ვერ შეფასდება პრო-ბიზნესურად.

კერძოდ, აღნიშნული ბრძანებით გაუქმებული იმპორტის გადასახდელების გადახდის საშეღავათო პერიოდი გაზრდის იმპორტიორი კომპანიების მხრიდან ნაღდ ფულზე მოთხოვნას, რაც, ისედაც ფინანსებზე გართულებული წვდომის პირობებში, მხოლოდ ნეგატიურად აისახება მათ ფინანსურ მდგომარეობაზე.

გაუგებარია, ერთის მხრივ, რით იყო გამოწვეული აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება, ხოლო მეორეს მხრივ, რა საჭირობას წარმოადგენდა ასეთი სიჩქარე. მსგავსი ცვლილებები არ უნდა შედიოდეს მყისიერად ძალაში და ბიზნესს უნდა ეძლეოდეს გონივრული ვადა ადაპტაციისთვის.

მოვუწოდებთ ფინანსთა სამინისტროს ბიზნესთან კონსულტაციისკენ“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics