|
2015-07-01 10:36:35, 1440 ნახვა
მსოფლიო
საბერძნეთმა კრედიტორებს კრიზისიდან გამოსვლის ახალი გეგმა შესთავაზა
საბერძნეთმა ევროპელ კრედიტორებს ქვეყანაში შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის ახალი გეგმა შესთავაზა. BBC-ის ცნობით, საუბარია ორწლიან საკრედიტო პროგრამაზე, რომელიც ასევე მოიცავს ქვეყნისათვის ვალის რესტრუქტურიზაციას. ევროზონის მინისტრებთან მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყდა, რომ საბერძნეთის შეთავაზებას კრედიტორები განიხილავენ. გუშინ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ საბერძნეთმა დადგენილ ვადაში 1,6 მილიარდი ევროს ოდენობის ვალი არ გადაიხადა. ევროზონის ლიდერების წინადადებასთან დაკავშირებით, რომელიც საბერძნეთში მკაცრი რეფორმების გატარებას ითვალისწინებს, ქვეყანაში 5 ივლისს რეფერენდუმი ჩატარდება. რეფერენდუმზე მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, უჭერს თუ არა მხარს ქვეყანაში მკაცრი ეკონომიკური რეფორმების გატარებას.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)