13:54 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-03 10:32:13, 1001 ნახვა

საზოგადოება
გაგარინის მოედანზე ასფალტი ჩაინგრა და მანქანები ჩაიყოლა [ვიდეო]

გაგარინის მოედანზე, კერძოდ კი, მგალობლიშვილისა და ონიაშვილის ქუჩების კვეთაზე, წყლის ცენტრალური მაგისტრალური მილი დაზიანდა, რის შედეგადაც ასფალტის საფარი ჩაინგრა და იქ გაჩერებული რამდენიმე ავტომობილი ჩაიყოლა. 

ადგილობრივების თქმით, გვიან ღამით ძლიერი ხმაური გაიგეს, რასაც წყლის დიდი ნაკადის ამოხეთქვა მოჰყვა.

ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო-სამაშველო სამსახურის და "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წარმომადგენლები. შემთხვევის ადგილზე ასევე საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ სულაძეც იმყოფება. მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე ზარალის დათვლა მიმდინარეობს. 

”ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის” გენერალური დირექტორის ირაკლი ბაბუხადიას განცხადებით, დაზიანდა თუჯის მილსადენი. მისი განმარტებით, მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება აღუდგა, დანარჩენს კი 24 საათის მანძილზე მიეწოდება სასმელი წყალი.

„მოვუწოდებ  მოსახლეობას ვისაც ზიანი მიადგა მოგვმართონ განცხადებით და სრულად ავუნაზღაურებთ მიყენებულ ზიანს“, - განაცხადა ბაბუხადიამ.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

 

 

 









ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრალდება წარედგინა კაცს, რომელმაც მარნეულში ცოლი დაჭრა, დედაზე კი იძალადა
ოდესაში დაკავებულია პირი, რომელიც რუსულ რაკეტებსა და დრონებს სამიზნეებს უთითებდა
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
პაველ დუროვი: საქართველო მნიშვნელოვან ბიზნეს ცენტრად იქცევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics