23:19 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-01 17:30:40, 1279 ნახვა

პოლიტიკა
შავგულიძე: „ოცნება“ და „კლანი“ ჩქარობს, რომ უზენაესი სასამართლო მართვადი მოსამართლეებით დააკომპლექტოს

 „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და მასთან კორუფციულ გარიგებაში მყოფი ე.წ. მოსამართლე წევრთა „კლანი“ ჩქარობენ, რომ სწრაფად დააკომლექტონ კონტროლირებადი მოსამართლეებით უზენაესი სასამართლო“, - ამის შესახებ ბლოკის „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“  მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ დღეს გამართულ ბრიგინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არ გაითვალისწინა რეკომენდაცია, რომელიც უზენაესი სასამართლოს ნაწილობრივ დაკომპლექტებას შეეხებოდა.

„იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ყურად არ იღო ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იმასთან დაკავშრებით, რომ იუსტიციის ამ საბჭოს, რომლის მიმართაც საზოგადოებას აქვს მეტად დაბალი ხარისხის ნდობა და ამ მოწვევის საპარლამენტო უმრავლესობას სრულად არ დაეკომპლექტებინა უზენაესი სასამართლო. ამ რეკომენდაციის საწინაღმდეგოდ იუსტიციის საბჭომ გამოაცხადა კონკურსი უზენაესი სასამართლოს ყველა - 20 ვაკანსიაზე. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და მასთან კორუფციულ გარიგებაში მყოფი ე.წ. მოსამართლე წევრთა კლანი იუსტიციის საბჭოში გაბატონებული, ჩქარობენ, რომ რაც შეიძლება, სწრაფად სრულად დააკომლექტონ „ქართული ოცნებისგან“ მართვადი და კონტროლირებადი მოსამართლეებით უზენაესი სასამართლო“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
პირს, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics