01:37 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-01 16:10:43, 1046 ნახვა

რეგიონი
ბათუმში, კლინიკა „მედცენტრში“ უფასო სამედიცინო აქცია მიმდინარეობს

სამედიცინო ორგანიზაცია „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავლისა“ და ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურიის ორგანიზებით კლინიკა „მედცენტრში“ უფასო სამედიცინო აქცია მიმდინარეობს.

უფასო სამედიცინო აქცია სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისთვის იმართება, მათ შორის ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის!

აქციის მიმდინარეობის პროცესს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე და მინისტრის პირველი მოადგილე, ნინო ნიჟარაძე გაეცნენ.

აქციაში მონაწილეობას ღებულობენ თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის, სამედიცინო ცენტრ ვივამედის, ისრაელ-საქართველოს ერთობლივი კლინიკა გიდმედის, ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის, პედიატრიულ პრივატ კლინიკის, „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავლის“ ექიმები. ❗️

პაციენტებს საშუალება აქვთ მიიღონ: ✔️ თერაპევტის ✔️ კარდიოლოგის ✔️ ნევროლოგის ✔️ ნეიროქირურგის ✔️ ოფთალმოლოგის ✔️ ნეფროლოგის ✔️ უროლოგის ✔️ ონკოლოგ-ონკოქირურგის ✔️ გასტროენტეროლოგის ✔️ ოტო-რინო-ლარინგოლოგის ✔️ გინეკოლოგის ✔️ ტრავმატოლოგის ✔️ ენდოკრინოლოგის ✔️ მამოლოგის ✔️ ალერგოლოგის ✔️ რევმატოლოგის ✔️ პედიატრ-ორთოპედის ✔️ პედიატრის კონსულტაციები.

აქციის მხარდამჭერები არიან აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო და ქალაქ ბათუმის მერია.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics