13:49 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-31 16:45:16, 1395 ნახვა

საზოგადოება
შსს „თბილისი პრაიდზე“: დაგეგმილ ადგილებზე ღონისძიებების ჩატარება შეუძლებელია

"თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს, სადაც წარმოადგინეს "თბილისი პრაიდის“ ფარგლებში ჩასატარებელი ღონისძიებების გეგმა, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უწყების ცნობით, სამინისტროს წარმომადგენლებმა "თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს განუმარტეს, რომ მათ მიერ დაგეგმილ ადგილებზე და ფორმატით ღონისძიებების ჩატარება, პროცესში ჩართული პირების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, შეუძლებელია.

„თბილისი პრაიდის“ ჯგუფს შეეთავაზა გამოხატვის სხვა შესაძლებლობები და შეკრების ისეთი ალტერნატივები, რომელიც უფრო უსაფრთხო იქნება მონაწილე პირებისთვის", - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

ცნობისთვის, "თბილისი პრაიდი" თბილისში, 18-დან 24 ივნისამდე უნდა გაიმართოს. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრალდება წარედგინა კაცს, რომელმაც მარნეულში ცოლი დაჭრა, დედაზე კი იძალადა
ოდესაში დაკავებულია პირი, რომელიც რუსულ რაკეტებსა და დრონებს სამიზნეებს უთითებდა
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
პაველ დუროვი: საქართველო მნიშვნელოვან ბიზნეს ცენტრად იქცევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics