22:45 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-31 13:18:28, 1454 ნახვა

ეკონომიკა
1-ელ ივნისს, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, „თიბისი“ პატარა მკითხველებს სპეციალური პროგრამით უმასპინძლებს

30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით თბილისის წიგნის XXI საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში „ექსპო ჯორჯიას" მე-6, საბავშვო პავილიონში თიბისი პატარა მკითხველებს მასპინძლობს. მათ საშუალება აქვთ ერთ სივრცეში დაათვალიერონ და შეიძინონ საბავშვო წიგნები, ასევე დაესწრონ მათთვის განკუთვნილ ღონისძიებებს და ეწვივნონ მათ გასართობად საგანგებოდ მოწყობილ თიბისის კუთხეს.

1-ელ ივნისს კი თიბისი ახალ თაობას მე-6 პავილიონში სპეციალური საბავშვო და შემეცნებითი პროგრამით დახვდება:

·       11:00-12:00 - მასტერკლასი: რუბიკის კუბის აწყობა გინესის რეკორდსმენ ვაკო მარჩილაშვილთან ერთად.

·       12:00-13:00 - ლიტერატორობანა - ინდივიდუალური თამაში.

·       13:00-14:00 - სამაგიდო თამაში „ჩაიფიქრე"

·       14:00-15:00 - ფინეთი - ფესტივალის ფოკუს ქვეყანა. დისკუსია: ილუსტრაციების მნიშვნელობა საბავშვო წიგნებში - ლინდა ბონდესტამი და თათია ნადარეიშვილი.

·       15:00-16:00 - შემოქმედებითი სესია: ილუსტრატორი გიორგი ჯინჭარაძე - როგორ შევქმნათ საბავშვო ილუსტრაცია?

·       16:00-16:45 - ელფის გამომცემლობის საბავშვო ავტორების შეხვედრა მკითხველებთან, ვიქტორინა და წიგნებით დაჯილდოება.

·       17:00-18:00 - ვორკშოპი: კალიგრაფიის დრო, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან მოწვეულ კალიგრაფებთან ერთად.

·       18:00-19:00 - თამაში „100 წელი" - თიბისის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი თამაში.

წიგნის XXI საერთაშორიოს ფესტივალი „ექსპო ჯორჯიაში" 30 მაისს გაიხსნა და 2 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. მე-11 პავილიონში წიგნის მოყვარულებისთვის სრულად არის წარმოდგენილი საგამომცემლო სექტორი და სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები. მე-6 პავილიონი კი პატარა მკითხველებს ეთმობათ. წელს ფესტივალს  სულ 70-ზე მეტი მონაწილე ჰყავს.

 

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics