21:27 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-30 19:10:23, 1360 ნახვა

სამართალი
მეზვრიშვილი „ქუჩური გარჩევის“კანონპროექტზე: ეს კრიმინალური მენტალიტეტის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებაა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა „ქუჩური გარჩევის“ შესახებ კანონპროექტი წარადგინა პარლამენტში, რომელიც ამჟამად მესამე მოსმენით გავიდა.

ნათია მეზვრიშვილმა კანონპროექტის შესახებ დამატებითი განმარტებები გააკეთა და დეპუტატების, მათ შორის, ოპოზიციის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა. 

„საკითხი დგას ძალიან მარტივად და აქ უბრალოდ არის ღირებულებების თემა, რაშიც როგორც ჩანს არსებობს აზრთა სხვადასხვაობა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გარკვეულ დეპუტატებს შორის, ბუნებრივია ყველას არ ვეხები. საუბარია იმაზე, გვინდა თუ არა, რომ ე.წ. „ქუჩური გარჩევები“ დავსაჯოთ სისხლის სამართლის წესით, რაც საკმაოდ ხშირია პრაქტიკაში და რასაც თან ახლავს ძალადობა, ძალადობის მუქარა, იძულება და სხვა უკანონო ქმედებების გამოყენება. შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც ძალოვანი უწყების პასუხი არის ძალიან მარტივი. გვინდა, რომ დავსაჯოთ სისხლის სამართლის წესით, გასაგებია, რომ ამაში ზოგი დეპუტატი არ გვეთანხმება, თუმცა პარლამენტია, ვიხილავთ, განსხვავებული მოსაზრებები გამოითქმება და ამაში პრობლემას ვერავინ ვხედავთ.

ამ ქმედების კრიმინალიზაციასა და ჰუმანური პოლიტიკისგან ნაბიჯის უკან გადადგმას შორის, არანაირი კავშირი არ არსებობს. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ უკვე ვთქვით, რომ გარკვეულ დანაშაულებთან მიმართებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს ჰუმანურ პოლიტიკას. აქ სიმკაცრესა და ჰუმანურობას შორის სხვაობაა და ეს ორი ცნება ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ. ჰუმანური პოლიტიკის განხორციელებისგან ჩვენ არ გადაგვიხვევია. აქ საუბარია იმაზე, დავსაჯოთ თუ არა სისხლის სამართლის წესით გარკვეული ქმედება, რომელიც დღეს გამოწვევას წარმოადგენს.

ფაქტია, რომ ეს გამოწვევაა. სტატისტიკა, პრაქტიკა და მაგალითები, რომლებიც პრაქტიკაში არაერთი გვქონია, თუნდაც გასული წლის განმავლობაში, ამის საჭიროებას ადასტურებს. მარტივი საკითხია, გვინდა თუ არა, რომ ეს სისხლის სამართლის წესით დავსაჯოთ. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის კრიმინალური მენტალიტეტის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელება, რომელიც იმ საკანონმდებლო ცვლილებებით დავიწყეთ, რასაც ამ პარლამენტმა მხარი დაუჭირა და პრაქტიკაში ძალიან წარმატებით მუშაობს.  ის კანონები, რომლებიც გასულ წელს მივიღეთ მანდატურებთან დაკავშირებით, ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებით, დანაშაულის დაფარვა-შეუტყობინებლობასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ დაგვიბაროთ, მოვალთ და წარმოგიდგენთ  სტატისტიკურ მაჩვენებლებს, გნებავთ კომიტეტის ფორმატში, პარლამენტის მიერ მხარდაჭერამ პრაქტიკაში როგორი ნაყოფიერი შედეგი გამოიღო კრიმინალთან ბრძოლის კუთხით. ამიტომ, რადგან ამ კანონს პრინციპების დონეზე ვიხილავთ, ეს საკითხი უნდა იქნეს მხარდაჭერილი. იმიტომ, რომ საკითხი ძალიან მარტივია, ამ ტიპის ქმედებები  უნდა დავსაჯოთ“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics