22:11 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-30 12:45:37, 988 ნახვა

პოლიტიკა
ჭიაბერაშვილი: ის, რომ თურნავამ დღეს გააუქმა ფოთის პორტზე გაცემული ნებართვა, მდგომარეობას არ არბილებს

 „თამაში ხომ არაა, გასცე ნებართვა და საზოგადოება რომ აღშფოთდება მერე წაართვა, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი  ეკონომიკის მინისტრის მიერ, ფოთის პორტის მშენებლობის ნებართვის გაუქმებას.

მისი შეფასებით, აღმაშფოთებელია მთავრობის მოქმედება ანაკლიის პორტთან დაკავშირებით.

„აღმაშფოთებელია საერთოდ, როგორ იქცევა მთავრობა და მისი თითოეული წარმომადგენელი საქართველოსთვის ასეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. თამაში ხომ არ არის გასცე ნებართვა, მერე საზოგადოება რომ აღშფოთდება მერე წაართვა, ამ დროს მთელ საერთშორისო საზოგადოებას აჩვენო, რომ საქართველოს მთავრობამ და საქართველომ არ იცის რა უნდა, რა არის მისთვის პრიორიტეტი. ის, რომ თურნავამ დღეს გააუქმა ფოთის პორტზე გაცემული ნებართვა, ეს არ არბილებს მდგომარეობას, პირიქით კიდევ უფრო აუარესებს და ყველას ეუბნება მთელს მსოფლიოსი რომ ამ ხალხმა ქვეყნის მართვა არ იცის“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

შეგასხენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის დოკუმენტი გაუქმებულია. როგორც ნათია თურნავამ განაცხადა, ასევე თანამდებობიდან გადაყენებულია მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელმაც აღნიშნული ნებართვა გასცა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics