21:14 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-29 20:57:02, 988 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - მე არ ვარ აქ ჩამოსული არანაირი თანამდებობისთვის

„მე არ ვარ აქ ჩამოსული არანაირი თანამდებობისთვის და არ ვეძებ არანაირ თანამდებობას," - ეს განცხადება, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში, ბორისპოლის აეროპორტში გააკეთა.

სააკაშვილმა პოლიტიკურ გეგმებზე ისაუბრა და თქვა, რომ დღეს მთავარი უკრაინის განვითარება და უკრაინელი ხალხია. 

ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა უკრაინელ ხალხს მიმართა, მისცენ შანსი მათთან ერთად განახორციელოს რეფორმები. სააკაშვილის თქმით, ის გეგმავს, დაეხმაროს ახალ პოლიტიკურ გუნდს, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებაში მოვიდა. 

"მინდა, ყველას საყურადღებოდ ვთქვა, მე ამდენი წლის განმავლობაში ვიყავი პლიტიკაში, ვიყავი პრეზიდენტი, ვიყავი გუბერნატორი ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ოლქის უკრაინაში, თუმცა მე არაფერი მიშოვია სახელის გარდა. ახლა კი მინდა თქვენთან ერთად მოვახდინო გარღვევა უკრაინისთვის. მომეცით შანსი, რომ მიმოვიხედო გარშემო და შემდეგ უფრო ვრცლად შევძლებ თქვენთან დალაპარაკებას. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავეხმარო უკრაინის ახალ პოლიტიკურ გუნდს, რომ აქ მოხდეს უკრაინის ახალი პოლიტიკური კლასის ჩამოყალიბება. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ უკრაინის პოლიტიკაში მოვიდეს ბევრი ახალი ადამიანი. მე არანაირი მოლაპარაკებები არ მქონია დანიშვნასთან დაკავშირებით." - აღნიშნა სააკაშვილმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics