|
2015-06-30 14:41:22, 1418 ნახვა
მსოფლიო
საბერძნეთის პრემიერი მოსახლეობას მოუწოდებს, რეფერენდუმზე საერთაშორისო კრედიტორების მოთხოვნას მხარი არ დაუჭირონ
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა მოსახლეობას მოუწოდა, დაგეგმილ რეფერენდუმზე მხარი არ დაუჭირონ საერთაშორისო კრედიტორების მოთხოვნას. მისი თქმით, თუ ამომრჩეველი მკაცრ ეკონომიკურ რეფორმებზე უარს იტყვის, ეს საბერძნეთს შესაძლებლობას მისცემს, ევროკავშირთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან კომპრომისს მიაღწიოს. ციპრასის განცხადებით, იგი წინააღმდეგ შემთხვევაში, პრემიერის პოსტს დატოვებს. ათენს დღეს ბოლო დღე აქვს იმისათვის, რომ 1,6 მილიარდი ევროს ოდენობის ვალი გადაუხადოს საერთაშორისო სავალუტო ფონდს. ევროპელი ლიდერების განცხადებით, თუ რეფერენდუმის შედეგები კრედიტორების მოთხოვნას უარყოფს, საბერძნეთს ევროზონის დატოვება მოუწევს. მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ქვეყნის მთავრობამ ბანკების ერთი კვირით დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ბანკომატებიდან თანხის გატანა შეიზღუდა. დაწესდა დღიური ლიმიტი მაქსიმუმ 60 ევროს ოდენობით.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)