21:27 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-28 15:54:30, 1473 ნახვა

სამართალი
პოლიციელი, რომელსაც არასრულწლოვანი ცემასა და გაუპატიურების მუქარაში ადანაშაულებს, დააკავეს

ბოლნისის რაიონული სამმართველოს ყოფილი დეტექტივ გამომძიებელი, რომელსაც ქურდობაში მხილებული არასრულწლოვანი ცემასა და გაუპატიურების მუქარაში ადანაშაულებს, დააკავეს.

ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული.

„2019 წლის 28 მაისს, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა საქართველოს შს სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს ყოფილი დეტექტივ გამომძიებელი კ. ქ. არასრულწლოვან თ.ა.-ს  მიმართ ჩადენილი დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის გამო დააკავეს.

სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 13 თებერვალს, საქართველოს შს სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს დეტექტივ გამომძიებელმა კ.ქ.-მ ბოლნისის შს რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში ყოფნის დროს, ქურდობაში მხილებულ არასრულწლოვან თ.ა.-ს  მიაყენა როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური შეურაცხყოფა. ცემის დროს, დარტყმის შედეგად თ.ა.- გადავარდა სკამიდან და მოტყდა მარჯვენა ხელი, რაც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წარმოადგენს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებას.

ბოლნისის რაიონული სამმართველოს ყოფილი დეტექტივ გამომძიებელი კ.ქ. დაკავებულია  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო, რაც ითვალისწინებს ხუთიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

საქმეზე ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების გამოვლენის მიზნით, რის შემდეგაც მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics