10:21 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-27 18:58:48, 989 ნახვა

საზოგადოება
დავით სარალიძის და: საქართველოში თავს უსაფრთხოდ ვერ ვგრძნობ

„მე ვერ ვგრძნობ საქართველოში თავს უსაფრთხოდ“, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის დამ  მარიამ სარალიძემ განაცხადა.

მარიამ სარალიძე სააპელაციო სასამართლოს ეზოში, არასამთავრობოების მიერ გამართულ აქციაზე მამასთან ერთად იმყოფებოდა.

„მინდა, რომ ბავშვებს, ჩემს ტოლებს საქართველოში არ ეშინოდეთ გარეთ გამოსვლა და იმის შიში არ უნდა ჰქონდეთ, რომ ახლა შეიძლება რაღაც მოხდეს და შეიძლება რაღაც საფრთხე ემუქრებოდეს მის ან მისი ახლობლების სიცოცხლეს. მე ვერ ვგრძნობ საქართველოში თავს უსაფრთხოდ“, - განაცხადა მარიამ სარალიძემ.

ცნობისთვის, არასამრობო ორგანიზაციები აღნიშნულ საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანას ითხოვდნენ, რადგან სასამართლოში დღეს ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმე განიხილებოდა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics