21:28 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-27 13:58:37, 1435 ნახვა

სამართალი
კოჟორიძე: სააკაშვილს, მერაბიშვილსა და კოდუას ვალერი გელაშვილისათვის 215 000 ლარის გადახდა დაეკისრათ

„სააკაშვილს, მერაბიშვილს, კოდუას, შს და ფინანსთა სამინისტროებს ვალერი გელაშვილისათვის ზიანის ასანაზღაურებლად დაახლოებით 215 000 ლარის გადახდა დაეკისრათ“, - ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი კახა კოჟორიძე facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

მისი განმარტებით, სარჩელი 2005 წელს ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტს უკავშირდება.

„დღეს მე და ჩემმა კოლეგამ, ქალბატონმა ნუნუკა კვანტალიანმა, მნიშვნელოვანი საქმე მოვიგეთ: მიხეილ სააკაშვილს, ივანე მერაბიშვილს, ერეკლე კოდუას, შსს-ს, ფინანსთა სამინისტროს სასამართლოს გადაწყვეტიელებით ვალერი გელაშვილისათვის მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის სახით დაახლოებით 215 000 ლარის სოლიდარულად გადახდა დაეკისრათ. მათ შორის, სრულად დაკმაყოფილდა ჩვენი მოთხოვნა მორალური ზიანის სახით 100000 ლარის დაკისრების შესახებ, რაც ქართული სასამართლო პრაქტიკისთვის საკმაოდ იშვიათია. ჩვენი სარჩელი უკავშირდებოდა 2005 წელს ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტს“, - წერს კახა კოჟორიძე.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics