|
2019-05-23 19:14:06, 1569 ნახვა
ეკონომიკა
აკაკი საღირაშვილი მსოფლიო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს კიტაკ ლიმს შეხვდა
გერმანიის ქალაქ ლაიფციგში მიმდინარე საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის სამიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი მსოფლიო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალურ მდივანს კიტაკ ლიმს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა საქართველოსა და IMO-ს თანამშრომლობა შავი ზღვის რეგიონში; ქვეყნის პრიორიტეტები და თანამშრომლობის პოტენციური სფეროები IMO-ს და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე; ასევე მიმდინარე და ახლო მომავალში დაგეგმილი IMO-ს ინსტრუმენტების იმპლემენტაციის საკითხები და საზღვაო ორგანიზაციის პროექტებში საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის (GIMF) ჩართვა. აღინიშნა, რომ საქართველო აქტიურად დგამს ნაბიჯებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესასრულებლად საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ძირითადი სამართლებრივი ინსტრუმენტების რატიფიკაციისა და იმპლემენტაციის კუთხით. მსოფლიო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ქვეყნის საზღვაო სექტორის რეფორმირების შესახებ. მისი თქმით, საქართველოს ზუსტად აქვს წარმოდგენილი ის სამიზნე მაჩვენებლები და გამოწვევები, რომლებიც არსებობს ქვეყნის საზღვაო დარგში და თანამიმდევრულად ახორციელებს მიზნობრივ და ძალიან ეფექტურ რეფორმებს. აღინიშნა ისიც, რომ საქართველო გამორჩეული მარეგულირებელი ბაზა აქვს რეგიონის სხვა ქვეყნებს შორის, რაც კიდევ ერთი ხელისშემწყობი ფაქტორია საქართველოს საზღვაო სექტორის განვითარებისა და დარგში ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. საუბარი შეეხო ასევე საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და განახლებას. კიტაკ ლიმის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ განაგრძოს მსოფლიო საზღვაო ორგანიზაციის კონვენციების დანერგვა, რაშიც აღნიშნული ორგანიზაცია მზად არის საქართველოს დახმარება ყველა მიმართულებით აღმოუჩინოს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მსოფლიო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს 2002 წლის ათენის კონვენციის დეპონირების სიგელი გადასცა. აღინიშნა, რომ კონვეციის 2002 წლის რედაქცია უფრო ეფექტურად იცავს მგზავრთა უფლებებს და შემოაქვს მნიშვნელოვანი ასპექტი საზღვაო გადამყვანის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის თაობაზე. „ვფიქრობ, რომ ეს ნაბიჯები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს საზღვაო კანონმდებლობის გაუმჯობესებას და საქართველოს მისცემს საშუალებას უზრუნველყოს უსაფრთხო და მგზავრებზე ორიენტირებულ გარემო თავის საზღვაო სივრცეებში და საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემებზე", - განაცხადა აკაკი საღირაშვილმა. საქართველო წარმოადგენდა ათენის კონვენციის 1974 და 1976 წლების რედაქციის წევრ სახელმწიფოს, რომელიც საზღვაო გადაყვანისას მგზავრთა უფლებების დაცვის მოძველებულ სამართლებრივ რეჟიმებს ითვალისწინებდა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი 21-23 მაისს საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის სამიტის - Leipzig Summit: Transport Connectivity for Regional Integration მუშაობაში მონაწილეობს.
(NS)
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)