|
2019-05-23 17:45:36, 1268 ნახვა
საზოგადოება
რას ჰყვება კასპში მოკლული 7 თვის ჩვილის მამა არასრულწლოვან ცოლთან ურთიერთობაზე
სოფელ აღაიანში, დედის მიერ 7 თვის ჩვილის მკვლელობის ღამეს ბავშვის მამა, მიხეილ დვალიშვილი იხსენებს. როგორც დვალიშვილი "ქრონიკასთან" ინტერვიუში აცხადებს, მეუღლე მას ეჭვიანობის მიზეზებს ხშირად აძლევდა. ამასთან, მოკლული ბავშვის მამა, ვერ ხსნის, თუ რატომ ჩაიდინა მისმა არასრულწლოვანმა მეუღლემ დანაშაული. დვალიშვილის თქმით, მას სახლის აივანზე ეძინა, როცა დაახლოებით ღამის 12-ის ნახევრისთვის მეუღლემ მას ოთახში შესვლა და დაძინება სთხოვა. დაახლოებით დილის 6-ის ნახევარზე მან შვილი გარდაცვლილი იპოვა, ხოლო მეუღლე სახლში აღარ იყო. როგორც დვალიშვილი იხსენებს, მისი მეუღლე მუდმივად მესიჯობდა, SMS შეტყობინებების შინაარსს კი უმალავდა, რაც მათ შორის კონფლიქტის მიზეზი იყო. ცნობისთვის, 22 მაისს კასპში, არასრულწლოვანმა დედამ 7 თვის შვილი მოკლა.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)