00:58 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-23 13:40:38, 867 ნახვა

რეგიონი
შიმშილობის მე-7 დღე - ჭიათურაში მაღაროელები გაფიცვას აგრძელებენ

ჭიათურაში, მაღაროელები უკვე მე-7 დღეა შიმშილობენ. 

გაფიცულებმა ქალაქის მერიის წინ ორი დიდი კარავი გაშალეს. როგორც მაღაროელები აცხადებენ, პროტესტი იქამდე გაგრძელდება, სანამ ყველა მაღაროელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. 

ისინი ხელფასების 50%-ით ზრდას, სამუშაო პირობებისა და ჯანდაცვის მომსახურების გაუმჯობესებას, ქალაქში ეკოლოგიური ვითარების გამოსწორებას მოითხოვენ. 

გარდა ამისა, გაფიცულები სამუშაოზე დაბრუნების შემთხვევაში გაცდენილი დღეების ანაზღაურებას და სამსახურიდან სხვადასხვა მიზეზით გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენას ითხოვენ.

"ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ, 25%-ით ხელფასების ზრდა ჩვენთვის არავის შემოუთავაზებია, პირიქით შემოგვთავაზეს ჯერ 15% -ით გაზრდა, რეორგანიზაციის შემდეგ 10%-ით. არც ის არის სწორი ინფორმაცია, რომ ამ გაფიცვაში მხოლოდ 150 ადამიანი იღებს მონაწილეობას. ბევრად მეტნი ვართ“,-აღნიშნა ერთ-ერთმა მოშიმშილემ, არჩილ ჭუმბურიძემ.

ცნობისთვის, გუშინ შ.პ.ს. „ჯორჯიან მანგანეზმა“ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, მათ ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს ხელფასის 25%-იანი ზრდა შესთავაზა, თუმცა მაღაროელები ამ წინადადებას არ დათანხმდნენ. 

 

ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics