|
2019-05-23 11:21:52, 649 ნახვა
რეგიონი
საგარეჯოს, გურჯაანის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში, 18 ჰექტარზე ქარსაფარი ზოლები გაშენდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ახალი პროექტის - „ქარსაფარი ზოლების აღდგენა და გაშენება კახეთის მხარეში“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის ფარგლებში, საგარეჯოს, გურჯაანის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში 25 კმ (18 ჰა ფართობი) ქარსაფარი ზოლები გაშენდება. „ნიადაგის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, მნიშვნელოვანია ქარსაფარი ზოლების აღდგენისა და გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების განხორციელება. მინდორდაცვითი ზოლების აღდგენის საკითხზე სამინისტრო აქტიურად მუშაობს. მადლობა მინდა გადავუხადო დონორ ორგანიზაციებს მხარდაჭერისთვის, რასაც მათგან ვიღებთ ზოგადად დარგის განვითარებისთვის და ახალი პროექტის „ქარსაფარი ზოლების აღდგენა და გაშენება კახეთის მხარეში“ განხორციელებისთვის“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა. პროექტი „ქარსაფარი ზოლების აღდგენა და გაშენება კახეთის მხარეში“ მულტისექტორულია, რაც ნიადაგის და ბიომრავალფეროვნების დაცვასთან ერთად, კლიმატთან ადაპტაციის ხელშეწყობას ითვალისწინებს. ზემოაღნიშნულ პროექტს კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (RECC) სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომისა და მოქნილობა (AMMAR) პროექტის ფარგლებში ახორციელებს. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე და სოლომონ პავლიაშვილი, კახეთის რეგიონის შესაბამისი მუნიციპალიტეტების და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)