19:03 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-22 12:51:05, 1104 ნახვა

პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი ბუქარესტში გამართულ მინისტერიალში მონაწილეობდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა 21 მაისს, ქალაქ ბუქარესტში გამართულ მინისტერიალში ,,საერთო საზღვაო დღის წესრიგი შავი ზღვისთვის" მიიღო მონაწილეობა.

ევროკომისიისა და რუმინეთის მთავრობის ორგანიზებით გამართული მინისტერიალის ფარგლებში დამტკიცდა შავი ზღვის საერთო დღის წესრიგი, რომელიც შავი ზღვის აუზის ქვეყნების და ევროკომისიის აქტიური მონაწილეობით შემუშავდა. დოკუმენტის მიზნად ისახავს ხელი შეეწყოს ზღვის რესურსების მდგრად მართვას, შავი ზღვის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებას, ასევე ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების მიზნით შესაბამისი კვლევების და ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებას.

ევროკომისია მოახდენს დაგეგმილი აქტივობების კოორდინაციას, ასევე შეიმუშავებს კონკრეტულ წინადადებებს დღის წესრიგის შესრულების უზრუნველსაყოფად. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში ასახულია ის გამოწვევები და საჭიროებები, რაც შავი ზღვის აუზის ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს აქვს.

მინისტერიალში მონაწილეობდნენ ევროკომისარი გარემოს დაცვის, საზღვაო საქმეთა და მეთევზეობის საკითხებში - კარმენუ ველა, შავი ზღვის აუზის ქვეყნების გარემოსდაცვის მინისტრები და სხვა მაღალი თანამდებობის პირები, ასევე დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics