|
2019-05-21 13:57:52, 1134 ნახვა
პოლიტიკა
ბადრი ჯაფარიძე: ანაკლიის პროექტს შეფერხება არ ემუქრება - თანამშრომლობის მზადყოფნა, დამაიმედებელია
ანაკლიის პროექტს არანაირი შეფერხება არ ემუქრება, მთავრობაც და ბანკებიც კონსტრუქციული არიან, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ ფინანსთა სამინისტროში, მთავრობის, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა“ და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს (EBRD, OPIC, ADB, AIIB) შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი არა პორტში ტვირთბრუნვის გარანტიაზე, არამედ ტვირთების მოძრაობის რისკის დაზღვევაზე იყო. მისი განცხადებით, ყველა მხარე მონდომებულია რომ პროექტი განსაზღვრულ ვადებში განხორციელდეს. „იყო სამუშაო შეხვედრა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. ზოგადად, საკითხებზე არის ძალიან ცოტა განსხვავებები. ამიტომ ორი დღის განმავლობაში ვიმუშავებთ, რომ ყველა საკითხი ბოლომდე მივიყვანოთ. საზოგადოდ, არის სრული მზადყოფნა თანამშრომლობისთვის ყველა მონაწილე მხარის მხრიდან. ეს არის ძალიან დამაიმედებელი. ვფიქრობ, იმ ტემპით და რესურსებით, რომლებიც ახლა მოზიდულია ყველა ფინანსური ინსტიტუტის მხრიდან, ამ ორი დღის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწევთ. ეძებთ მექანიზმებს, როგორ შევქმნათ საგარანტიო მექანიზმი. დღეს არ იყო ამ შეხვედრის ამოცანა შეთანხმებისთვის მიგვეღწია. შეხვედრის ამოცანა იყო სამუშაო შეხვედრისთვის, რომელიც გაგრძელდება ორი დღის განმავლობაში საფუძველის მომზადება და ეს გაკეთდა. ამ ორი დღის განმავლობაში უნდა ველოდოთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროგრესი იქნება. არანაირი შეფერხება პროექტს არ ემუქრება. სამუშაო პროცესია, ყველა მხარე მონდომებულია, რომ ეს პროექტი ვადებში განხორციელდეს. არანირი გადახედვა ვადის არ ყოფილა არასდროს, არც განიხილება. ბანკები არიან ძალიან კონსტრუქციული, მთავრობაც არის კონსტრუქციული“, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)