07:25 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-21 11:21:15, 1079 ნახვა

საზოგადოება
NDI - ლიდერების საქმიანობის რეიტინგში პირველ ადგილზე კახა კალაძეა

 „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, ლიდერების საქმიანობის რეიტინგში 33%-ით დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ლიდერობს.

კვლევის მიხედვით, კალაძის საქმიანობას გამოკითხულთა 10% ძალიან კარგად, 33% კარგად, 30% საშუალოდ, 16% ცუდად, ხოლო 3 % ძალიან ცუდად აფასებს.

რაც შეეხება, სხვა ლიდერებს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას გამოკითხულთა 1% ძალიან კარგად, 19% კარგად, 38% საშუალოდ, 21 % - ცუდად, 9 % - ძალიან ცუდად აფასებს.

პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე გამოკითხულთა 3 %-ის აზრით, ძალიან კარგად მუშაობს, 17 % - კარგად, 44 % - საშუალოდ, 17 % - ცუდად, 5 % - ძალიან ცუდად.

ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 2 %-ის აზრით ძალიან კარგად მუშაობს, 14 % - კარგად, 38 % - საშუალოდ, 25 % - ცუდად, 8 % - ძალიან ცუდად.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC-საქართველომ მედიის წარმომადგენლებს 2019 წლის აპრილში ჩატარებული კვლევის შედეგები წარუდგინა. საველე სამუშაოები 28 მარტი -15 აპრილის პერიოდში ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2 927 ადამიანი. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.3% ია.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics