|
2019-05-21 10:17:21, 4471 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორიამ პენტაგონში შეხვედრა გამართა
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილეს, ჯონ რუდს შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე გამახვილდა. ლევან იზორიას განცხადებით, ორ ქვეყანას შორის ასეთი მჭიდრო და ინტენსიური ეს თანამშრომლობა არასდროს ყოფილა. საუბარი შეეხო საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამასა და საბრძოლო მომზადების ცენტრის განვითარების სამომავლო პერსპექტივებს. მხარეებმა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებისთვის მრავალეროვნული სწავლებების ფორმატისა და მასშტაბის გაზრდის აუცილებლობაც განიხილეს. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, შემოდგომაზე აშშ-თან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამწლიანი ჩარჩო-ხელშეკრულება გაფორმდება, რომელშიც პრიორიტეტული მიმართულებები გამოიკვეთება და ამით აშშ-თან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო განმტკიცდება. „ეს მოგვცემს საფუძველს, რომ ქვეყანა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ნატოს და მიღწეული თანამშრომლობის მაღალი ხარისხით ქვეყანა მზად იქნება ნატოში გასაწევრიანებლად“, - აღნიშნა ლევან იზორიამ. მხარეებმა საქართველოს თავდაცვის ძალების მოდერნიზაციისთვის და ნატოს სტანდარტების შესაბამისად შეიარაღებისთვის მხარდაჭერისა და თანადგომის გაგრძელების აუცილებლობის საკითხებიც განიხილეს, სადაც თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოს აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა აქვს.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)