|
2019-05-20 15:36:45, 1105 ნახვა
პოლიტიკა
კრისტინ ლაგარდი: შესაშურია საქართველოს ძალისხმევა, ბევრი რეფორმა განხორციელდა, ბევრი უწყება დაიხვეწა
ფინანსთა მინისტრობის დროსაც, ისევე, როგორც პრემიერ-მინისტრის რანგში, ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივია თქვენთან მუშაობა, იმიტომ რომ თქვენ წარმოადგენთ საქართველოს, უმშვენიერესი ქვეყნის ინტერესებს საერთაშორისო სავალუტო ფონდში, - ამ სიტყვებით მიმართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა კრისტინ ლაგარდმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. კრისტინ ლაგარდმა ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობასთან არსებულ ხანგრძლივ პარტნიორობას და აღნიშნა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში ბევრი რამ გაუმჯობესდა. „ჩემთვის ეს ვიზიტი მრავლისმთქმელია. ძალიან მახარებს საქართველოში პირველად ყოფნა. მისი სილამაზე, მისი ხალხი, რესურსები თვალწარმტაცია. მე საქართველოში ჩამოსვლისთანავე ქართული ღვინოც დავაგემოვნე და ნამდვილად ვხედავ, რამხელა ხარისხი და კრეატიულობაა ამ ყველაფერში, შენობებსა და არქიტექტურაში. ეს ყველაფერი ძალიან დახვეწილია, რა თქმა უნდა - სოფლის მეურნეობის პროდუქციაც. ფრანგი ვარ და კიდევ რას ვიტყოდი ღვინოზე და კულინარიაზე მეტს. ჩემი მიზანი ამ ვიზიტის ფარგლებში არის ის პროგრამა, რომელიც საქართველოს მთავრობამ ქართველებისთვის და საქართველოს ეკონომიკისთვის შეიმუშავა. ჩვენ გვაქვს დიდი პატივი, რომ ამ პროგრამის ფარგლებში ვართ მთავრობის პარტნიორები და ქვეყანას ვეხმარებით იმ მიზნების მიღწევაში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და საქართველოს უკეთეს მაჩვენებლებზე გაიყვანს. ეს მუშაობა, რაც საქართველოში ტარდება სხვებისთვის შესაშურია. ჩვენ ერთად შევეცდებით დეფიციტის შემცირებას და თქვენს გუნდთან ერთად, ჩვენი მხარდაჭერით გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას", - განაცხადა კრისტინ ლაგარდმა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებისკენ მიმართულ ძალისხმევაზეც გაამახვილა ყურადღება. „ბევრი რეფორმა განხორციელდა საქართველოში და ბევრი რამ გაუმჯობესდა, ბევრი მაჩვენებელი არის გაზრდილი და ბევრი რამ არის აღიარებული, ბევრი უწყება დახვეწილია. მაგრამ, ჩვენი პარტნიორობა, სტრუქტურული რეფორმის ფარგლებში პრიორიტეტების მიხედვით ყოველდღიური ურთიერთობა, ყველაფერი, რასაც ერთობლივად ვაკეთებთ, გათვლილია წარმატებასა და მაკროეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. შეიძლება, ეს ტერმინები ბევრისთვის დამაბნეველი იყოს, მაგრამ მაკროეკონომიკა არის ის სტიმული, რაც საქართველოში მეტ ინვესტორს ჩამოიყვანს. ის არის სტაბილურობის გარანტი. ეს ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელი და სამუშაო ადგილების შემქმნელი დარგები არის ის, რასაც განვითარებისგან ხალხი ელის", - აღნიშნა სსფ-ის მმართველმა დირექტორმა.

ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|

ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან

epn.ge (@expressnews.ge)