06:23 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-20 11:10:21, 1056 ნახვა

საზოგადოება
26 მაისის ღონისძიებებთან დაკავშირებით პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაიკეტება

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 20 მაისს, დილიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაიკეტება.

უწყების ცნობით, რუსთაველის გამზირზე ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს მეცნიერებათა აკადემიის მიმართულებით, ელბაქიძისა და კოსტავას ქუჩების გავლით. ხოლო ელბაქიძიდან ამომსვლელი ნაკადი ფილარმონიის მიმართულებით შეძლებს გადაადგილებას.

„პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტომანქანების გადაადგილება 26 მაისის ღონისძიებების დასრულებისთანავე აღდგება“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics