06:24 - 24 Jul, 2026
|
2019-05-18 19:04:10, 978 ნახვა
საზოგადოება
ოპოზიცია ზუგდიდის საარჩევნო უბნიდან პირდაპირ ტრანსლირებას და დრონების მობილიზებას აპირებს
გაერთიანებული ოპოზიცია ზუგდიდის თითოეული საარჩევნო უბნიდან პირდაპირ ტრანსლირებას, საარჩევნო უბნების გარეთ კი, დრონების მობილიზებას აპირებს, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა წევრმა ლევან ბეჟაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ არ მოხდეს არჩევნების გაყალბება „მნიშვნელოვანია, რომ ზუგდიდელმა ამომრჩეველმა იცოდეს, რომ თითოეული საარჩევნო უბნიდან მოხდება პირდაპირი ტრანსლირება საარჩევნო პროცესების მიმდინარეობის, როგორც უბნის შიგნით, ასევე უბნის გარეთ, რაც ყველაზე მთავარია საარჩევნო უბნებთან იქნებიან მობილიზებული დრონები , რომლებიც გააკონტროლებენ საარჩევნო უბნის გარეთ საარჩევნო პროცესს“, - აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)