18:00 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-18 13:14:44, 831 ნახვა

პოლიტიკა
შსს-ში ინტერნეტის გამოყენებით ნარკოტიკების უკანონო გასაღებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროში ინტერნეტის გამოყენებით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - "ევროკავშირის მხარდაჭერა ნარკოტიკებისა და ორგანიზებულ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში" (EU-ACT) ფარგლებში განხორციელდა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ავსტრიის, ესტონეთის, ლიტვის, ამერიკის (DEA), უკრაინის, დიდი ბრიტანეთის (NCA) და ყირგიზეთის წარმომადგენლებმა.

შეხვედრის მიზანი იყო ინტერნეტის გამოყენებით ნარკოტიკების უკანონო გასაღებასთან ბრძოლის მიმართულებით გამოცდილების გაზიარება, პრობლემის გადაწყვეტის გზების დასახვა და სამომავლო თანამშრომლობის განვითარება.

პროექტის - "ევროკავშირის მხარდაჭერა ნარკოტიკებისა და ორგანიზებულ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში" (EU-ACT) მიზანია ნარკოტიკებთან დაკავშირებული ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე, რეგიონალური ქვეყნების შესაძლებლობებისა და კოორდინაციის გაძლიერება.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics