|
2019-05-17 12:51:07, 900 ნახვა
პოლიტიკა
ხმაური ზუგდიდის საოლქო კომისიაში - ჟურნალისტებს შენობაში გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევენ
ზუგდიდის საოლქო კომისიასთან ისევ ხმაურია. ადგილზე გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები არიან მისულები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ გადასატანი საარჩევნო ყუთების სიებში ისეთი ადამიანები ფიქსირდებიან, ვისაც გადაადგილების პრობლემა არ აქვთ. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, მათ აქვთ ვიდეო მტკიცებულება, სადაც ჩანს, რომ საარჩევნო უბნებზე უსაფრთხოების ნორმები არ არის დაცული. გარდა ამისა, საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს შენობაში შესვლის შესაძლებლობა არ აქვთ. ადგილზე დაცვის პოლიცია და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები არიან მობილიზებული. „საჯარო დაწესებულებაში არ უშვებენ ადამიანებს, როცა შესაძლებელია სხდომის ოთახთან დამდგარიყო პოლიცია, ციხესიმაგრეს დაამსგავსეს საოლქო. იმიტომ რომ რეალურად, არ შემოვიდეს პრესა, არ შემოვიდეს ჟურნალისტი, იმიტომ რომ საზოგადოების დაინტერესება ძალიან მაღალია. ჩვენ აქ ვაპირებთ ძალიან სერიოზული საკითხების დაყენებას, პირველ რიგში, სად არის მარკირების სითხეები, რატომ არ არის დალუქული მარკირების სითხეები. მეორე, გადასატანი ყუთის სიები რატომ არის გაბერილი და იქ რატომ არიან ადამიანები, რომლებიც რეალურად მუშაობენ და აქვთ შესაძლებლობა რომ მივიდნენ საარჩევნო უბნებზე, იმიტომ რომ აკონტროლებენ ამ სიებს ბოლომდე. 150 საჩივარი, რომელიც ჩვენ მიერ არის დაწერილი, არ განიხილეს და აპელირება ახლა ქალბატონი მირანდა, რომ ჩვენ მოდი, ახლა ერთად შევისწავლოთ. წარმოვუდგინეთ მასალა, რომელიც ასევე, არ უნახავთ, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ საკითხს ვაყენებთ, მერე აყენებს საკითხს კენჭისყრაზე და „ქართული ოცნება“, რასაკვირველია, ხელს იწევს, რომ ეს საკითხი არ განიხილონ. ამიტომ, ქალბატონი მირანდა მესხი წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეს, არის „ქართული ოცნების“ მხრიდან დანიშნული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი, ის პოლემიკა, რომელიც ჩვენ შორის დგება, აბსოლუტურად არანაირ ჩარჩოში არ არის მოქცეული“, - განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ. ოპოზიციის კრიტიკა მიუღებელია საოლქო კომისიის თავმჯდომარისთვის, მირანდა მესხისთვის მიუღებელია. „გადასატან ყუთთან რაც არის, ყველაფერი არის გადაწყვეტილი. კომისია წყვეტს ყველაფერს. მოგვეცით საშუალება, რომ ვიმუშავოთ“, - აღნიშნა მირანდა მესხმა და დასძინა, რომ ხატია დეკანოიძესთან პოლემიკაში შესვლას არ აპირებს. დაპირისპირების და ხმაურის შემდეგ, მირანდა მესხმა სხდომის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)