18:53 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-16 17:40:00, 1598 ნახვა

სამართალი
სასამართლომ ხორავას ქუჩის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული დ.ღ დამნაშავედ სცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მიცემული ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებული არასრულწლოვანი დ.ღ. დამნაშავედ ცნო.

დ.ღ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, თუმცა მიმდინარე წლის 15 იანვარს მან პენიტენციური დაწესებულება 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ, 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დატოვა. 

აღსანიშნავია, რომ სასჯელის ზომას საქმის მოსამართლე 22 მაისს გამოაცხადებს. 

ცნობისთვის, 2017 წლის ივლისში დ.ღ. დააკავეს.  გამოძიებით დადგინა, რომ არასრულწლოვანი ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მოკლული დავით სარალიძის მამას ესაუბრა, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სასამართლო განხილვის სტადიაზე მან მსგავსი შეხვედრა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი უარყო. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics