18:53 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-15 18:43:54, 1670 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა: ყაზახური ხორბალი საქართველოში უფრო დიდი მოცულობით და შედარებით ხელმისაწვდომ ფასად შემოვა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, ქართულ ბაზარზე ყაზახური ხორბლის დაბრუნების საკითხში სერიოზული წინსვლაა. ეს განცხადება ნათია თურნავამ ყაზახეთში გააკეთა, სადაც ის საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოსა და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრების დონეზე საბოლოოდ შეთანხმდა საქართველოში ყაზახური ხორბლის იმპორტის საკითხი.

„დღეს ქართულ ბაზარზე ძირითადად რუსული ხორბალი დომინირებს, რაც არ ნიშნავს დივერსიფიკაციას და არ არის მაინცდამაინც სახარბიელო. ჩვენ საბოლოოდ შევთანხმდით - ყაზახური მხარე ფინანსურ დახმარებას გაუწევს და დაასუბსიდირებს  ხორბლის გადაზიდვებს თავის ტერიტორიაზე, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ყაზახური ხორბალი საქართველოში უფრო დიდი მოცულობით შემოვიდეს და შედარებით ხელმისაწვდომ ფასად. ეს ზოგადად მოხსნის ამ სტატეგიული პროდუქტის ბაზარზე მიწოდების პრობლემას", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, ნათია თურნავა საქართველოში დაბრუნებისთანავე გეგმავს შეხვედრებს ამ სექტორის წარმომადგენლებთან. „

თბილისში დაბრუნებისთანავე  დავიწყებ შეხვედრებს ქართველ მეხორბლეებთან და ამ დარგში მომუშავე ასოციაციებთან,  რათა ჩვენმა, ქართულმა კომპანიებმა, იმპორტიორებმა, ვინც ჩართულნი არიან ამ ბიზნესში, ისარგებლონ ამ შესაძლებლობით, რომელიც სამთავრობო დონეზეა შეთანხმებული", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics