|
2015-06-28 10:53:19, 617 ნახვა
სამართალი
შსს-მ ინტერპოლის მიერ ძებნილი კამერუნის მოქალაქე დააკავა
საქართველოში ინტერპოლის ცენტრალური ეროვნული ბიუროს და შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ქალაქ თბილისში, კამერუნის მოქალაქე, 1989 წელს დაბადებული ანტიერო ვან დონალდ ედიბე მოკი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული პირი იტალიის ინტერპოლის მიერ 09.05.2015 წლიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა. ანტიერო ვან დონალდ ედიბე მოკის ბრალად ედება იტალიის სისხლის სამართლის კოდექსის 416-ე, 648-ე, 484-ე, 615-ე და 640 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც არაავტორიზებული წვდომის მეშვეობით მონაცემთა დამუშავების სისტემაში შეღწევას, დანაშაულებრივ შეთქმულებას და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ თაღლითობას გულისხმობს. ამჟამად აღნიშნული პიროვნება დაკავებულია და მის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)