|
2019-05-14 12:56:34, 1070 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით ლატვიას ეწვევა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით ლატვიას ეწვევა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფრომაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტის შეხვედრები ლატვიის უმაღლესი თანამდებობების პირებთან არის დაგეგმილია. კერძოდ, ლატვიის პრეზიდენტთან რაიმონდს ვეიონისთან, ლატვიის რესპუბლიკის საეიმას სპიკერთან ინარა მურნიეცესთან, პრემიერ-მინისტრთან არტურს კრიშიანის კარინშისთან. ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, თეა მაისურაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ლატვიაში უაღრესად მნიშვნელოვანია, როგორც ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობების, ასევე თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცების თვალსაზრისით. „ლატვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების მტკიცე მხარდამჭერი ქვეყანაა და ძალიან მნიშვნელოვან დახმარებას უწევს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე", - აღნიშნა თეა მაისურაძემ. მისი განცხადებით, ოფიციალური შეხვედრების გარდა, საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრას გამართავს ლატვიის მეექვსე პრეზიდენტთან, ვაირა ვიკე-ფრაიბერგასთან, რომლის სახელთანაცაა დაკავშირებული ლატვიის გაწევრიანება ნატოსა და ევროკავშირში და აღსანიშნავია, რომ წელს ლატვია ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების 15 წლისთავს აღნიშნავს. ტრადიციულად, საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის შემადგენელი ნაწილი იქნება საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა ქართველ სტუდენტებთან და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.
პოლონეთი უკრაინას რუსეთის მხრიდან შესაძლო ცრუ დროშის ოპერაციაზე აფრთხილებს
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)