18:53 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-13 21:48:12, 1653 ნახვა

სამართალი
ნათია მეზვრიშვილი - სოფელ ყანდაურაში მომხდარ მკვლელობას გამოძიებისას შსს-ს შეცდომა არ დაუშვია

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მათ შორის, კითხვა ეხებოდა სოფელ ყანდაურაში მომხდარ მკვლელობას და სამინისტროს მიერ თავდაპირველად გავრცელებულ ინფორმაციას. ჟურნალისტის კითხვაზე, დაუშვა თუ არა სამინისტრომ შეცდომა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ პირველ ეტაპზე არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მოხდა ბრალდებულის დაკავება და სამინისტრომ იმ მომენტში არსებული ინფორმაცია გაავრცელა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შეცდომა არ დაუშვია. ეს არის ძალიან ბუნებრივი პროცესი. პირველი ვისი დაკავებაც მოხდა და ამ საქმეში ბრალდებული ვინც გაჩნდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელიც ჩვენ მოვაგროვეთ და შევკრიბეთ, საზოგადოებას დაუყოვნებლივ მივაწოდეთ ინფორმაცია. ოთხი ადამიანი იყო გარდაცვლილი და ბუნებრივია ინტერესი საზოგადოებაში იყო მაღალი. ასევე, გავავრცელეთ შემდგომ სხვა ინფორმაციაც, როდესაც გაჩნდა იქ გარკვეული კითხვის ნიშნები სხვა იარაღთან დაკავშირებით. თუ კიდევ ვინმეს დაკავება მოხდება, ახალი გარემოება გამოიკვეთება ამ საქმეზე, დამერწმუნეთ რომ ამაზეც ინფორმაციას მოგაწოდებთ. ვინც დაკავებული გვყავს, აბსოლუტურად ყველასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე მტკიცებულებები გვაქვს  თუ რამე განსხვავებული გამოიკვეთება დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით.“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics