|
2019-05-13 13:24:50, 1633 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: ევროკავშირის ერთიან ციფრულ ბაზარში ეტაპობრივი ინტეგრაცია ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია
ევროკავშირი საქართველოში ციფრული ეკონომიკის მხარდასაჭერად ახალ პროგრამას იწყებს. EU4Digital - ეს არის პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ციფრული ეკონომიკისა და საზოგადოების მხარდაჭერას საქართველოში. პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება. პროგრამის პრეზენტაცია დღეს ტექნოპარკში გაიმართა. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ლაშა მიქავამ და ევროკავშირის ელჩის მოადგილემ კარლო ნატალემ. „ევროკავშირის ერთიან ციფრულ ბაზარში (DSM) ეტაპობრივი ინტეგრაცია საქართველოს ევროინტეგრაციის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. აქტიურად ვართ ჩართულნი ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციის პროექტში და პროექტის ფარგლებში შექმნილ EU4Digital 6 ქსელში, რომლებიც წარმოადგენს ერთგვარ პლატფორმას ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყანებს შორის საუკეთესო გამოცდილებისა და პრაქტიკის გასაზიარებლად, რაც ხელს შეუწყობს სინერგიას ციფრულ სფეროში და ჰარმონიზაციის კუთხით ერთობლივი პროექტების იდენტიფიცირებას" - განაცხადა ლაშა მიქავამ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. მისი შეფასებით, ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციის შედეგად ქართველი მომხმარებლებისთვის და ბიზნესებისთვის დაბრკოლებების გარეშე ხელმისაწვდომი იქნება ევროპული ციფრული მომსახურებები. ლაშა მიქავას თქმით, ეს იქნება უდიდესი მიღწევა მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რადგან მათ ექნებათ შეუზღუდავი წვდომა ბაზრებზე, ასევე ინფორმაციაზე და ევროპული ციფრული ბაზრების სხვადასხვა სერვისებზე.
„დღევანდელი ღონისძიების მთავარი მიზანია საქართველოდან ყველა დაინტერესებულ მხარისთვის დეტალურად იქნეს წარმოდგენილი ევროკომისიის ამ ფლაგმანი HDM/EU4Digital ინიციატივის სტრუქტურა, დაგეგმილი აქტივობები და მათი განხორციელების შედეგად მიღებული შედეგები. ვიმედოვნებთ, რომ დასახული მიზანი მიღწეული იქნება, რაც მძლავრ იმპულსს მისცემს ჩვენს ერთობლივ საქმიანობას ციფრული ეკონომიკის შემდგომ განვითარებაში“, - აღნიშნა ეკონომიკისა მინისტრის მოადგილემ და ევროკომისიას, ასევე კომპანია „ერნსტ ენდ იანგს" ღონისძიების ორგანიზებისა და პროგრამაში აქტიური ჩართულობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, EU4Digital მიზნად ისახავს ევროკავშირის ერთიანი ციფრული ბაზრის სიკეთეების გავრცელებას, რაც განაპირობებს ეკონომიკურ ზრდას, მეტი სამუშაო ადგილის შექმნას, მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებასა და ბიზნესის გაძლიერებას. ინიციატივა მოიცავს ელექტრონული სერვისების გაუმჯობესებას, საზოგადოების მასშტაბით ციფრული ჩარჩოების ჰარმონიზაციას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ლოჯისტიკა, ჯანდაცვა, კიბერუსაფრთხოება თუ ციფრული უნარ-ჩვევები.
(R)
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)