17:34 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-11 13:33:01, 1774 ნახვა

ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი: სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ყველა აგროპროექტი ხელს უწყობს ქვეყანაში აგრობიზნესის განვითარებას

„სამეგრელო ერთ-ერთ ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე რეგიონია. ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენი მთავრობის  მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფაა. ამისთვის ჩვენი ხელისუფლება აქტიურად მუშაობს და მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს”, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ზუგდიდში, აგროსაინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ აგროსაინვესტიციო ფორუმი ყველა რეგიონში ჩატარდება, რათა აგროსასურსათო კუთხით მათი პოტენციალის წარმოჩენა მოხდეს.

„ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა და წარმოების ზრდა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის  განვითარების გარეშე წარმოუდგენელია.  შესაბამისად, სახელმწიფოს ხელშეწყობით, დარგის სტიმულირების, განვითარების და ხელშეწყობისთვის არაერთი აგროპროექტი შემუშავდა, წარმატებით ხორციელდება და დადებითი შედეგებიც უკვე სახეზეა”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო აგრარული ქვეყანაა. სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ყველა აგროპროექტი  ხელს უწყობს ქვეყანაში აგრობიზნესის განვითარებასა და ადგილობრივ ფერმერებს წარმოების ზრდის შესაძლებლობას აძლევს.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics