02:14 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-11 06:58:06, 1252 ნახვა

საზოგადოება
საგანგებო მოსახლეობას მოუწოდებს, მტკვარზე მცურავი საშუალებებით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ

მდინარე მტკვარში არსებული წყლის ჭარბი ნაკადის გამო, თბილისში მტკვრის კალაპოტში წყლის დონის დაწევის მიზნით, „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციამ“ ორთაჭალჰესის გაჩერების პროცესი დაიწყო, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს. 

უწყების ცნობით, მოხდება ფარების აწევა და ჭარბი წყლის გატარება. მტკვრის დონის დაწევა შესამჩნევი გახდება რამდენიმე საათში.

"ჰესის დროებით გაჩერების გამო, ქვეყნის ენერგომომარაგების შეფერხება არ მოხდება. აღნიშნული სამუშაო მტკვარში წყლის აჩქარებას გამოიწვევს", - აცხადებენ უწყებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას, ტურისტებს და მტკვარზე მომუშავე შესაბამის ობიექტებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ მტკვარზე მცურავი საშუალებებით გადაადგილებისგან.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics