12:06 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-10 17:57:29, 1358 ნახვა

პოლიტიკა
მათიკაშვილი: ენმ-მ კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ მათი მიზანი არ არის ჯანსაღი წინასაარჩევნო ბრძოლის წარმოება

პარლამენტის წევრი დავით მათიკაშვილი მიიჩნევს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ წარმოადგენს დესტრუქციულ ძალას, რომლის მიზანიც არ არის ჯანსაღი პოლიტიკური, წინასაარჩევნო ბრძოლის წარმოება.

 მათიკაშვილი აცხადებს, რომ  სატელევიზიო დებატი წარმოადგენს მთელს მსოფლიოში აპრობირებულ საშუალებს,  იმისთვის რომ კანდიდატებმა, მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში წარმოადგინონ საკუთარი პოლიტიკური ხედვები და პასუხი გასცეს საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან, თუნდაც მწვავე კითხვებს.

პარლამენტის წევრის თქმით, ქართული ოცნების, ზუგდიდის მერობის კანდიდატი, გეგა შენგელია, მზადაა პასუხი გასცეს ყველა ასეთ კითხვას და  ამომრჩეველს გააცნოს საკუთარი პოლიტიკური ხედვა, რასაც ვერ ვიტყვით ქალბატონ სანდრა რულოვსზე.

 „ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა  ბატონ გეგა შენგელიას შეთავაზებაზე, და საპასუხოდ, პოლიტიკურ ოპონენტს შესთავაზა სრულიად არარეალური,  შესაძლო ექსცესების რისკის მატარებელი ფორმატი, რომელიც , ნაც მოძის ჩვეულ სტილში, სპექტაკლის და საცირკო სანახაობას მოსაწყობად თუ გამოდგება. იმედს ვიტოვებთ, რომ ქალბატონი სანდრა საბოლოოდ დაძლევას საზოგადობის ფართო წრისადმი წარდგენის შიშს, დათანხმდება დებეტის კონსტრუქციულ ფორმატს და არ გაექცევა მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემას!", -განაცხადა მათიკაშვილმა.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
ყაველაშვილი დოჰაშია, სადაც კატარის სახელმწიფოს ემირს შეხვდება და ყოფილი ემირის გარდაცვალებას მიუსამძიმრებს
შსს: ნარკოდანაშაულისთვის 121 ადამიანი დავაკავეთ, საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები
სახელმწიფოს ქონების ქურდობისთვის დაკავებული ლევან გამრეკელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics