00:06 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-27 14:02:07, 372 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტმა "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა პირველი მოსმენით "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ" კანონპროექტს მხარი დაუჭირა. 

მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფასა და საპოლიციო და სახელმწიფო უსაფრთხოების ფუნქციების ერთმანეთისგან გამიჯვნას ითვალისწინებს, პარლამენტმა 78-ხმით მიიღო.

რეფორმა შსს-ს ორ ნაწილად გაყოფას გულისხმობს. კერძოდ, შსს-ში დარჩება ყველა პოლიციური დანაყოფი, ხოლო უშიშროება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადავა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს მთავრობას პრემიერი წარუდგენს, მთავრობის თანხმობის შემთხვევაში კი, პარლამენტი განიხილავს და უმრავლესობით 6 წლის ვადით დაამტკიცებს. ცნობისთვის, პარლამენტში რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს. დღეს დეპუტატები 80-ზე მეტ კანონპროექტს უყრიან კენჭს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics