12:06 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-10 14:43:11, 1425 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - დღეს დამტკიცდება კომისია, რომელიც დავით გარეჯის საკითხზე იმსჯელებს

აზერბაიჯანი არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა, ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები ერთმანეთისთვის და აქ ნებისმიერი გადაწყვეტილება იქნება მიღებული სწორედ ამ სულისკვეთებით“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე დავით გარეჯის მონასტრის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღევანდელ მთავრობის სხდომაზე შეიქმება კომისია, რომელიც აღნიშნულ საკითხზე იმუშავებს.

„დავით გარეჯის საკითხი, ეს არის ძალიან მგრძნობიარე თემა, როგორც ჩემთვის, ასევე ნებისმიერი ქართველისთვის და იცით, რომ მიმდინარეობს ინტენსიური კომუნიკაცია ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებთან და იცით, რომ მიღწეულია შეთანხმება. იქმნება კომისია, დღეს ჩვენ დავამტკიცებთ ამ კომისიას და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იქნება მისი ხელმძღვანელი. დაიწყება დიალოგი და მოლაპარაკებები აზერბაიჯანულ მხარესთან. იქაც გაკეთდება მსგავსი კომისია და მოგეხსენებათ, რომ შეთანხმება ითვალისწინებს ამ პერიოდის განმავლობაში ჩვეულებრივად იქნება წვდომა სამონასტრო კომპლექსის იმ მიმართულებებზე, სადაც არსებობდა არსებული პრაქტიკა. მე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, აზერბაიჯანი არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა, ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები ერთმანეთისთვის და აქ ნებისმიერი გადაწყვეტილება იქნება მიღებული სწორედ ამ სულისკვეთებით“, - აღნიშნა  მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
ყაველაშვილი დოჰაშია, სადაც კატარის სახელმწიფოს ემირს შეხვდება და ყოფილი ემირის გარდაცვალებას მიუსამძიმრებს
შსს: ნარკოდანაშაულისთვის 121 ადამიანი დავაკავეთ, საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები
სახელმწიფოს ქონების ქურდობისთვის დაკავებული ლევან გამრეკელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics