|
2019-05-10 13:51:24, 1337 ნახვა
საზოგადოება
აეროპორტებში მგზავრებს ქართველ მესაზღვრეებთან ერთად ფრანგებიც შეამოწმებენ
აეროპორტებში მგზავრებს ქართველ მესაზღვრეებთან ერთად ფრანგები მესაზღვრეებიც შეამოწმებენ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც შს მინისტრმა განმარტა, აღნიშნული ღონისძიება პრევენციული სახისაა. მისივე მტკიცებით, ქართული საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენლები საფრანგეთში იმ ქალაქებში იქნებიან წარმოდგენილები, სადაც საქართველოდან პირდაპირი რეისები არსებობს. „უვიზო მიმოსვლა მართლაც არის ბოლო ათწლეულების საქართველოს ყველაზე დიდი მიღწევა და შესაბამისად, მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს ფრანგ კოლეგებს, რომლებსაც ძალიან კარგად ესმით, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის განვითარებისთვის რას ნიშნავს ეს მიღწევა. არც ერთ შემთხვევაში, ეს მიღწევა არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, თუმცა მოითხოვს ჩვენი მხრიდან გარკვეული, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას. სწორედ ასეთი ნაბიჯები გადავდგით დამოუკიდებლად. მაგალითად, ქუთაისიდან პარიზის მიმართულებით რეისზე, რომელსაც ახორციელებს „ვიზეარი“, მაგრამ ეს ახლა ოფიციალურად გაფორმდა. ეს ნიშნავს იმას, რომ როგორც საემიგრაციო სამსახურის წარმომადგენლები საფრანგეთიდან იქნებიან წარმოდგენილნი საქართველოში, ასევე, ქართული საემიგრაციო სამსახურის წარმომადგენლები იქნებიან წარმოდგენილნი საფრანგეთში, პარიზში, ლიონში და სხვა ქალაქებში, სადაც კი იქნება პირდაპირი ფრენები, იმისთვის რომ, ჩვენ წინასწარ მოვახერხოთ იმ რისკების შეფასება, რომელიც შეიძლება არსებობდეს შემდგომ, თავშესაფრის მოთხოვნის კონტექსტში“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)