|
2019-05-08 11:47:56, 1223 ნახვა
რეგიონი
გიორგი შენგელია: ჩვენს მუნიციპალიტეტში შემოსავალი 30%-ით გაიზრდება
„ჩვენს მუნიციპალიტეტში 30%-ით მეტი შემოსავალი იქნება“, - ეს განცხადება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, გიორგი შენგელიამ სოფლის მეურნეობის პროგრამებთან დაკავშირებით თხილის მიმართულებით, ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში, გადაცემაში „პირისპირ“ გააკეთა. შენგელიას ინფორმაციით, ფაროსანას საწინააღმდეგოდ ღონისძიებები ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება და პროცესში თხილის მწარმოებელთა ასოციაციაცაა ჩართული. „50 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება ფაროსანას საწინააღმდეგოდ შესაწამლი ღონისძიებების გატარებაში, რაც დამატებით კომპონენტს შეიცავს და წელს გაცილებით ეფექტური იქნება. თუ შარშან ამ წამლობით ჩვენ გადავარჩინეთ ციტრუსის და სიმინდის მოსავალი, წელს ეს პროცესები გაცილებით დადებით ფაქტორებს იქონიებს თხილის მოსავალზეც. ასევე, თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან ერთად ვაწარმოებთ პლანტაციების შეწამვლას, რაც 30%-ით უფრო მეტ მოსავალს მოიყვანს ჩვენს მუნიციპალიტეტში, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში 30%-ით მეტი შემოსავალი და მეტი დასაქმებული ადამიანი იქნება“, - განაცხადა გიორგი შენგელიამ. მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა 3 ძირითადი პრიორიტეტი გამოყო, რასაც მისი მერობის პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა. ეს არის თხილის სექტორში არსებული პრობლემა, დევნილთა ბინებით უზრუნველყოფის საკითხი და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება.
(NS)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)