22:39 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-06 10:42:27, 1172 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა დაათვალიერა

აჭარის მთავრობის თავმდჯომარე თორნიკე რიჟვაძემ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან, ჯაბა ფუტკარაძესთან ერთად ბათუმის საფეხბურთო სტადიონის სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერა. თორნიკე რიჟვაძის თქმით, ქალაქისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სპორტული ობიექტი წლის ბოლომდე დასრულდება.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფასადის არქიტექტურულ მემბრანაზე ლითონის კონსტრუქციის მონტაჟი და შიდა მოპირკეთების სამუშაოები. საინჟინრო კომუნიკაციის მონტაჟის 90% დასრულებულია. დასკვნით ეტაპზეა სტადიონის სახურავის გადახურვის სამუშაოები.

„ბათუმის სტადიონის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია, აღნიშნული ობიექტი წელს დასრულდება. მოგეხსენებათ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ დაანგრია სტადიონი, რომელიც ჰქონდა ბათუმს. სწორედ, ჩვენი ხელისუფლების დროს მოხდა შესაბამისი ფინანსური რესურსის მობილიზება, გამოცხადდა ტენდერი და ვხედავთ, რომ დღეის მდგომარეობით, სტადიონის ძირითადი ნაწილი თითქმის დასრულებულია. მინდა მივულოცო ეს ამბავი ბათუმელებს, განსაკუთრებით ფეხბურთის გულშემატკივრებს.

სკამების ფერზეც უკვე ჩამოყალიბებულნი ვართ და ისინი იქნება იმ ფერის, როგორიც ბათუმის დინამოს და მათ გულშემატკივრებს გაუხარდებათ. დარწმუნებული ვარ, ეს სტადიონი არაერთ საინტერესო საფეხბურთო და არასაფეხბურთო სპორტულ ღონისძიებას უმასპინძლებს", - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

უახლოეს პერიოდში დაიწყება სკამების მონტაჟისთვის ტრიბუნების მომზადება, მინდვრის საფარის მოწყობის მოსამზადებელი სამუშაოები და განათება-გახმოვანების სისტემის დამონტაჟება. სტადიონის მშენებლობაზე ამ ეტაპზე 450 ადამიანია დასაქმებული.

სტადიონი UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტებით შენდება და ის 20 000 მაყურებელზეა გათვლილი.

 

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics