15:36 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-05 15:04:00, 1383 ნახვა

რეგიონი
140 წლის შემდეგ ფოთში საზღვაო სწავლება დაიწყება

2019 წლის 5 მაისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს ფოთში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალის დაარსების შესახებ.

„საქართველოში საზღვაო განათლებას თითქმის 140 წლის წინ სწორედ ფოთში ჩაეყარა საფუძველი. ჩვენი საზღვაო ინდუსტრიის განვითარების ტემპისა და პერსპექტივების გათვალისწინებით ძალიან მნიშვნელოვანია საზღვაო სწავლების ტრადიციის აღდგენა და საზღვაო პროფესიების პოპულარიზაცია ამ რეგიონში. ორი უმნიშვნელოვანესი ნავსადგური სწორედ სამეგრელოს ტერიტორიაზეა განლაგებული: ფოთი და ანაკლია. ფოთში საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულების შექმნა აუცილებელი და დროული ნაბიჯია იმისათვის, რომ ახლო მომავალში არ შეიქმნას მუშა-ხელის დეფიციტი და შევძლოთ გავუმკლავდეთ იმ გამოწვევებს, რომელსაც საზღვაო ინდუსტრიაში განხორციელებული პროექტების შედეგად მივიღებთ," - განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა.

მემორანდუმის ფარგლებში ფოთის მუნიციპალიტეტის მერია გამოყოფს ფილიალის ფუნქციონირებისა და სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მოსაწყობად საჭირო ფართს. თავის მხრივ, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია უზრუნველყოფს შესაბამისი კვალიფიციური პერსონალის მიერ ფილიალის დაარსების საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას და სასწავლო პროცესის უწყვეტად წარმართვას.

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალის დაარსება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონში საზღვაო განათლების პოპულარიზაციას და კვალიფიციური კადრების მომზადებასა და გადამზადებას.

პირველ ეტაპზე დაგეგმილია მხოლოდ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები და საწვრთნელი კურსები, თუმცა მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში განიხილება უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების დამატებაც.
NS





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდა
კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
კალაძე: პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics