10:56 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-05 11:35:42, 1307 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი შენგელია: მაქსიმალურად გვერდში დავუდგები ჩვენს მოქალაქეებს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი, გიორგი შენგელია საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, კარდაკარ შეხვედრებს განაგრძობს. მერობის კანდიდატი დღეს შარტავასა და შენგელიას ქუჩის, ასევე, ბუკიას ქუჩაზე არსებული საცხოვრებელი ბინების მცხოვრებს შეხვდა, პრობლემებს ადგილზე გაეცნო და მათი მოგვარების გზებზე ადგილობრივებთან ერთად იმსჯელა.

აღსანიშნავია, რომ შენგელიას ქუჩაზე მოეწყო გარე განათება, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემა. რაც შეეხება, შარტავას ქუჩას, რეაბილიტირდა შიდა გზები და მოეწყო წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელი. ასევე, რეაბილიტირდა ბუკიას ქუჩაზე არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავი, რომლის ღირებულებამაც 100 000 ლარზე მეტი შეადგინა.

„კარდაკარ შეხვედრების დროს მოსახლეობასთან საუბრისას, გამოიკვეთა სხვადასხვა სახის პრობლემა, რომლებიც მოსახლოებას დღემდე აწუხებს. ეს იყო შარტავას ქუჩაზე სანიაღვრე არხის პრობლემა, რომელიც უახლოეს პერიოდში მოგვარდება. არის სხვადასხვა საკითხი, რომლის გადაჭრაც დროულად მოხდება. მე მაქსიმალურად გვერდში დავუდგები ჩვენს მოქალაქეებს და ხელს შევუწყობ ზუგდიდელებს კომფორტულ გარემოში იცხოვონ“, – განაცხადა შენგელიამ.

NS





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics