|
2015-06-26 16:55:27, 832 ნახვა
სამართალი
შსს-მ თამარაშვილზე მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, 1987 წელს დაბადებული დავით თ. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე პატრულირებისას, კაფე „კოფეინის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე ახალგაზრდას შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი შენიშნეს. „ადგილზე მისვლისას გაირკვა, რომ ერთ-ერთ პიროვნებას სხეულზე ცივი იარაღით დაზიანება ჰქონდა მიყენებული. დაჭრილი ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლით მიმდინარეობს.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)